მუნიციპალური ინსპექციის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან ბათუმში ხმაურის დასაშვები სტანდარტის გადაჭარბების გამო 38 ობიექტი ჯამში 221,3 ათასი ლარით დაჯარიმდა. სულ ინსპექციამ ხმაურის 78 საჩივარი მიიღო. საქართველოში დღისა და ღამის საათებში ხმაურის დასაშვები სტანდარტები 2020 წლიდან დაწესდა.
დარღვევისთვის ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 150 ლარს შეადგენს, იურიდიული პირებისთვის – 1,5 ათას ლარს. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმები იზრდება 500 ლარამდე და 5 ათას ლარამდე, ხოლო მესამე დარღვევისთვის – 1 ათას ლარამდე და 10 ათას ლარამდე.
კომენტარის დატოვება