ცნობილი გახდა მსოფლიო პასპორტების ღირებულების ინდექსის უახლესი რეიტინგის შედეგები. საქართველოს მოქალაქის პასპორტი წელს კიდევ უფრო მეტად ფასდება, ვიდრე ერთი წლით ადრე. 2023 წელს ის 50-ე სტრიქონს იკავებდა, ახლა კი – უკვე 44-ეს. აღნიშნულია, რომ 2024 წელს ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლები შეძლებენ უვიზოდ 122 ქვეყანაში მოგზაურობას.
მსოფლიო პასპორტების ღირებულების ინდექსის შედგენისას გადამწყვეტი ფაქტორია მოქალაქეთა „გადაადგილების თავისუფლება“, ანუ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა.
რეიტინგის პირველ სტრიქონზეა სინგაპური, რომლის მოქალაქეებს თავისუფლად 195 ქვეყანაში შეუძლიათ მოგზაურობა.
კომენტარის დატოვება