საქართველოში პირველად გამოიცა ეროვნული სამზარეულოს თევზის კერძების ენციკლოპედია, სადაც წარმოდგენილია, დაახლოებით, 80 უნიკალური რეცეპტი. იგეგმება ენციკლოპედიის დაინტერესებულ პირებს, გიდებს, საოჯახო სასტუმროებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებს შორის უფასოდ გავრცელება.
წიგნი სახელწოდებით “ქართული სამზარეულოს თევზის კერძები” გამოიცა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოსა და “საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის” სპეციალისტების მხარდაჭერით. წიგნში შედის შავი ზღვისა და აჭარის შიდა წყლებში დაჭერილი თევზისგან დამზადებული ცივი კერძების, სუპების, შემწვარი და მომინანქრებული კერძების რეცეპტები.
კომენტარის დატოვება