USD | 2.72 | 0.00% |
EUR | 2.94 | 0.00% |
თბილისის სამების საკათედრო ტაძარში ჩვილების რიგით 69-ე მასობრივი ნათლობა გაიმართა. ამჯერად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კიდევ 1 200 ბავშვის ნათლია გახდა. საერთო ჯამში, ამ დროისთვის პატრიარქს უკვე ჰყავს 47 ათასზე მეტი ნათლული.
მასობრივი ნათლობა ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იმართება. ინიციატივის ფარგლებში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ნათლავს ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და მომდევნო შვილები. პირველი ასეთი ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა.
კომენტარის დატოვება