თბილისის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის ფონდმა მიიღო ახალი ღირებული ექსპონატები – ქართული ქირურგიის დამფუძნებლის, აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის არქივი. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს არქივი კულტურის სამინისტროს დახმარებით გადაეცა. საერთო ჯამში, მუზეუმში ინახება 19 ათასზე მეტი ექსპონატი, მათ შორის, სამედიცინო ხელნაწერები, არქეოლოგიური არტეფაქტები და ანთროპოლოგიური მასალები.
გრიგოლ მუხაძე დაიბადა 1879 წელს ტიფლისში. პირველი მსოფლიო ომის დროს ის იყო ტიფლისის სამხედრო ჰოსპიტალის მთავარი ქირურგი, შემდეგ კი ხელმძღვანელობდა მიხაილოვსკის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებას. 1918 წელს მუხაძემ მოაწყო საქართველოში პირველი ტრავმატოლოგიური ინსტიტუტი და სისხლის გადასხმის ცენტრალური სადგური, რომელიც შემდგომში სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად გადაკეთდა.
კომენტარის დატოვება