USD | 2.73 | 0.00% |
EUR | 2.88 | +0.36% |
ევრო 2024-ზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამაოგნებელი წარმატების გამოძახილი დიდხანს გაჟღერდება, მაგრამ პირველი შედეგები უკვე შესამჩნევია. მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა ფრანგულ კლუბ სენტ-ეტიენთან გააფორმა კონტრაქტი და კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს.
ცნობილია, რომ ახალი კონტრაქტი 4 წლიანია. 23 წლის დავითაშვილის წინა კლუბი ფრანგული ბორდო იყო, რომელიც ახალ სეზონში ლიგა 1-ში არ ითამაშებს.
კომენტარის დატოვება