USD | 2.72 | 0.00% |
EUR | 2.94 | 0.00% |
როგორ განვითარდება ქართული საზოგადოება ევროინტეგრაციის შემთხვევაში? მოდით, განვიხილოთ რეალურ მაგალითებზე, თუ რა გველის ევროპის კავშირის დროშის ქვეშ.
იმის გასაგებად, თუ როგორი საზოგადოების ნაწილი გვინდა, გავხდეთ, საკმარისია, გადავხედოთ ბოლო წლების მსოფლიო მასმედიაში გავრცელებულ რამდენიმე სტატიას, სადაც საუბარია განათლების, მედიცინის, კულტურისა და ბავშვების აღზრდის პროგრესზე აშშ-სა და ევროპის კავშირში.
მაგალითად, შტატებში, სან-ფრანცისკოს გეი გუნდმა ჩაწერა სიმღერა, რომელშიც ჰპირდება „თქვენ შვილებთან მოსვლას“. „ჩვენ შევცვლით თქვენს შვილებს“, „მათთან მოვალთ“, „თქვენ ვერ შეძლებთ მათ გადარჩენას“ – ეს მხოლოდ რამდენიმე სტრიქონია აღნიშნული კომპოზიციიდან.
ან, მაგალითად, ახალი ამბები გერმანიიდან: ჰანოვერში შემოთავაზებული იქნა საბავშვო ბაღში „სექსუალური თამაშების ოთახის“ გახსნა. ინიციატივის ავტორები თვლიან, რომ ბავშვებს აინტერესებთ საკუთარი და თანატოლების სხეულების შესწავლა და თამაშებისთვის მათ ცალკე ოთახი სჭირდებათ.
საფრანგეთის ყველა სკოლა ახლა ხელმძღვანელობს საბუთით საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრანსგენდერი სტუდენტების მიღებისა და ყოფნის წესების შესახებ. ამ დირექტივას ხელი მოაწერა განათლების სამინისტროს ხელმძღვანელმა და მასში დეტალურად არის განმარტებული, თუ როგორ უნდა მოექცნენ ექვს წელზე უფროსი ასაკის ტრანსგენდერ, არაბინარულ და ინტერსექსუალურ მოსწავლეებს.
ჩვენი შვილების მსგავსი პრაქტიკისგან დასაცავად 4 ივნისს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ზღუდავს ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდას.
მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინიციატივები არ არღვევს საქართველოს მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებებს სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, არამედ მხოლოდ კრძალავს მოწოდებებს, რომლებიც მიმართულია ტრადიციული გენდერული იდენტობის წინააღმდეგ და ხელს უწყობს ლგბტ პროპაგანდას. ინიციატივას მხარი დაუჭირა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამაც, რომელიც ოჯახისა და ქრისტიანული ღირებულებების ინსტიტუტის მხარდასაჭერად გამოვიდა.
პარალელურად ქვეყნის მასშტაბით გრძელდება მსჯელობა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე. მათი მიღება ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნება: აუცილებელია პარლამენტის წევრთა 3/4-ის (113 ხმა) თანხმობა.
ამ ვითარებაში ჩვენ დავინახავთ, ვის ინტერესებს უჭერს მხარს ჩვენი ოპოზიცია: საქართველოსა და მისი ხალხის თუ მათი დასავლელი სპონსორების, რომლებიც ყველგან ცდილობენ, წინ წაწიონ ჩვენთვის უცხო ლგბტ დღის წესრიგს.
კომენტარის დატოვება