გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განაცხადეს კანონპროექტის მიღების შესახებ, რომელიც 2024 წლის 1 ოქტომბრიდან უკანონო თევზაობისთვის გამკაცრებულ სასჯელს ითვალისწინებს. ელექტროშოკური მოწყობილობების უკანონო შეძენის, წარმოების, შენახვის, ტარების, გადაცემის ან მითვისებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 3 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში – 6 ათასი ლარი ოდენობით.
ასევე დაწესებულია 1 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა ელექტროშოკერისა და თევზსაჭერი ელექტროიარაღის უკანონო ბრუნვისთვის, განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 2 ათასი ლარი იქნება.
აღნიშნულია, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში უკანონო თევზაობის 332 ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც 140 სისხლის სამართლის დანაშაულადაა მიჩნეული.
კომენტარის დატოვება