ვალუტის ოფიციალური კურსი
Таблица обменных курсов
USD2.720.00%
Таблица обменных курсов
EUR2.940.00%

ატმის მოსავალი გვახარებს

28 ივლისი, 2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, მიმდინარე წელს საქართველომ, დაახლოებით, 12 ათასი ტონა ატამი გაიტანა. საექსპორტო ფასი წინა წელთან შედარებით 5-6%-ით გაიზარდა და კგ-ზე $1,13 შეადგინა. კარგი მოსავლის პირობებში ეს გაზრდილ შემოსავალს მოუტანს როგორც ფერმერებს, ასევე ქვეყნის ბიუჯეტს.

საერთო ჯამში, 1 მაისიდან 14 ივლისის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებული იქნა $12,2 მლნ-ს ღირებულების 10,8 ათასი ტონა ატამი და ნექტარინი. 2023 წლის მონაცემებთან შედარებით, ატმის ექსპორტის მოცულობა 15%-ით გაიზარდა, ხოლო ღირებულება – 21%-ით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.